„საქართველოს შეუძლია, NATO-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს NATO-ს წევრობამდე მიიყვანს,“ - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა.
რაც შეეხება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს, პეტერ ფიშერის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, თუმცა ზოგი მეტ პროგრესს საჭიროებს.
„ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთი შესრულების გზაზეა, ზოგს მეტი პროგრესი სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას და საქართველოსთან ერთად ჩვენ წინ წავალთ ამ გზაზე", - განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.