თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, ჯერჯერობით ახლად ნაპოვნი ცხედრის ამოცნობის პროცედურები მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების ცნობით, დაკარგული 21 წლის ლ.ც-ს სამძებრო ღონისძიებებს თბილისის ზღვაში მაშველები აწარმოებდნენ. ის მეოთხე დღეა, დაკარგულია. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

18 ივლისს თბილისის ზღვაში, ასევე იპოვეს შუახნის კაცის ცხედარი.