დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა.
სოფელ გამარჯვებაში 06:38 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო.
რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ 08:54 საათზ დაფიქსირებული ზემიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.