ვლადიმერ პუტინმა  თბილისში მომუშავე დიპლომატი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება დღეს, 12 თებერვალს, გამოქვეყნდა.

დიპლომატებს შორის ერთ-ერთი დიმიტრი ტროფიმოვია, რომელიც საქართველოში, შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში, რუსეთის ინტერესების სექციას ხელმძღვანელობს.

ტროფიმოვს ორდენი „სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის“ გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

ამჟამად საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია, ხოლო მოსკოვში - საქართველოს ინტერესების სექცია.