თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პრეპარატი "რემდისივირი" დაახლოებით, 10–14 დღეში შემოვა.
"25– 30 ოქტომბრიდან საქართველოს კოვიდ–ინფიცირებულ მოქალქეებს "რემდისივირით" მკურნალობის საშუალება ექნებათ", – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ცოტა შორეულ მომავალში საქართველოსთვის მონოკოლური ანტისხეულებიც გახდება ხელმისაწვდომი.
"ერთი სიტყვით, ქვეყანაში რიგითი მოქალაქე ტრამპის სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი", – დასძინა ცერცვაძემ.