ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ე.წ. კანონიერი ქურდი ტიმურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს.
Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამ არხი RESPUBLICA იტყობინება.
ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. „საქმე“ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული,“ - წერს მედია.
ტიმურ ახუბა ადრეც იყო „ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.“ 2020 წლის დეკემბერში ის „აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვისთვის“ დააკავეს.“ ახუბის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისშიც გავრცელდა.