შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი.“ ამის შესახებ „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
„პუტინი არ აღიარებს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას. ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც რომ შეეძლოს, ის ცდილობს, განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები.
აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მხარს უჭერს ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე.
ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო.
მეორე ინტერესის სფერო არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს.
რუსეთ კი ცდილობს შავი ზღვის რეგიონში დომინირებას. შავი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ია რუსეთის და ცდილობს, გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა. ეს საზიანოა ყველასთვის, ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს წევრ ქვეყნებზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი“, - განაცხადა „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ უოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.