ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე შენობა. დაახლოებით 1000 მ².
ხანძრის შედეგად შერეული სამშენებლო მასალები, პოლიეთილენის ნივთები და ე.წ გუდრონი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. შენობას ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა და სახანძრო ჯგუფები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.