პირველი მოდელი, გაუხსნელი iPhone 4GB, აშშ-ში აუქციონზე (LCG Auctions) 190,372.80 დოლარად გაიყიდა, იტყობინება BBC.
ლოტმა სულ 28 შეთავაზება მოიზიდა და თავდაპირველზე თითქმის 400-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა.
4GB პირველად 2007 წელს Apple-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის დროს გამოუშვეს.
ორი თვის შემდეგ კი, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მისი გაყიდვები შეაჩერა.
Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.