თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადასცემს.
ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუშიკირბიმ აღნიშნა, რომ F-16-ები უკრაინაში, „დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა.“
„მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ F-16-ები შეცვლიან სიტუაციის“,- განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, ახლა უკრაინას მეტი საარტილერიო ჭურვი ესაჭიროება.