უკრაინის სამხედროებისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსებაზე უნგრეთი უარს ამბობს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 ივლისს ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
20 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მოცულობის წლიური სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს.
უნგრეთის განცხადებით, ფონდის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინა „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს უნგრულ ბანკს OTP-ს.
„ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება ახალ ფინანსურ ვალდებულებაზე, ვიდრე OTP-ს საკითხი არ მოგვარდება," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო.