საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. იუწყება საქართველოს მთვრობის პრესსამსახური.
როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.