მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრია

WSJ-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრად მარიო დრაგი დაინიშნა.

დრაგის პოზიცია და მისი მთავრობის დაკომპლექტების გეგმა თითქმის ყველა ძირითადმა პარტიამ მოიწონა.

მატარელამ იტალიის ბანკის უფროსად დანიელ ფრანკო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მარიო დი მაიო დანიშნა.

მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია.

2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე - სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო.