„სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი წარმატებით განხორციელდა და უკვე ორ წელზე მეტია, აზერბაიჯანი გახდა ევროპის მნიშვნელოვანი გაზის მიმწოდებელი“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას თემაზე - „ახალი მედია მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.“ იტყობინება AZERTAC-ი.
„ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად ასახელებს, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კი აზერბაიჯანს გაზის პან-ევროპულ მიმწოდებელს უწოდებს. და ეს ასეა, რადგან ევროპისკენ ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება და, იმედია, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ქვეყანა, კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები,“ - აღნიშნა ალიევმა.