2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე დაუსვა მედიამ შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს 21 ივლისს.
დიპლომატის თქმით, მომავალი არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და მისცენ ხმა. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.