COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 535 ადამიანს დაუდასტურდა, 757 გამოჯანმრთელდა, 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დადებითობის მაჩენებელი: 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.97%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.2%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.75%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 257 441 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 343 გარდაიცვალა.

535 ახალი შემთხვევიდან 201 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456.

მძიმე პაციენტი: 429. მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 110. მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 2 109 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330.