ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, სექტემბრიდან აქტიურად აღდგება სასწავლო პროცესი და ჩვენ, სავარაუდოდ, შევძლებთ იმ ადამიანების მიღებას, რომლებიც პირველ კლასში მივლენ ”, - განაცხადა ფაუჩმა.
აღსანიშნავია, რომ Pfizer– მა და Moderna– მ, ამჟამად აშშ - ში ავტორიზებული Covid-19-ის ვაქცინებით ბავშვების ტესტირება უკვე დაიწყეს, მაგრამ დაიწყეს უფროსი ასაკობრივი ჯგუფებით.
Pfizer– ის საცდელი ჯგუფს 12-15 წლის ბავშვებში წარმოადგენენ, თუმცა კომპანია აცხადებს რომ გეგმავს 5-11 წლისა ბავშვების კვლევას.
Moderna 12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში აწარმოებს კვლევებს. მაგრამ გეგმავს ვაქციანაციის პროცესი შეისწავლოს 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამას დიდი დრო დასჭირდება.