ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ პეკინში, ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ ფონზე, რომ ჩინელი დიპლომატი ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის არყოფნა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი გადადო.
ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყანა ვიზიტისთვის ალტერნატიულ თარიღებს განიხილავს.
-
ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ
-
პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს