ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ

CNN-ის თანახმად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სამი კვირის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რაც დატვირთული დიპლომატიური საქმიანობის პერიოდის განმავლობაში უჩვეულო ფაქტია.

CNN წერს, რომ მომხდარმა გამოიწვია ინტენსიური სპეკულაციები ქვეყანაში, რომელიც თავისი პოლიტიკური გაუმჭვირვალობით არის ცნობილი.

დიპლომატი საჯაროდ არ გამოჩენილა 25 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის პეკინში შეხვდა შრი-ლანკის, ვიეტნამის და რუსეთის ოფიციალურ პირებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მაშიინ პეკინშ, ჩინელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, რუსეთში „ვაგნერის“ ხანმოკლე აჯანყების შემდეგ ჩაფრინდა.

როდესაც შესახებ ორშაბათს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, თქვა, რომ „არანაირი ინფორმაცია არ აქვს“ და რომ ჩინეთის დიპლომატიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცინ განი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს ამ თვის დასაწყისში პეკინში უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ევროკავშირს აცნობა, რომ თარიღები შეიცვალა.