25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.