ჩინეთმა ჯანმოს 2019 წელს პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემები არ გადასცა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს კორონავირუსის პირველადი შემთხვევების დაუმუშავებელი მონაცემები არ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა, The wall street journal-ი ავრცელებს.

ჯანმოს ექსპერტები 2019 წელს, უჰანში პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემებს ითხოვდნენ, რაზეც ჩინეთის ხელისუფლებამ უარი განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცმების დამოუკიდებელი ანალიზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს საშულებას მისცემდა, დაედგინათ, როდის და როგორ დაიწყო ვირუსმა ჩინეთში გავრცელება.

„ვოლ სთრით ჟურნალის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ორი თვით ადრე გაჩნდა, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთში მომუშავე ერთობლივმა კომისიამ Covid -19 -ის წარმოშობა-გავრცელების კვლევისთვის ახალი ზონები განსაზღვრა.