ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვს, დღეს, 12 ოქტომბერს, იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, “რომას” ყოფილი კაპიტანის, ფრანჩესკო ტოტის მამა, 76 წლის ენცო ტოტიც შეემატა.

იგი რამდენიმე დღის წინ, რომის სპალანცანის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მწვავე პნევმონიით შეიყვანეს, მაგრამ ექიმების ყოველგვარი მცდელობა, უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე პათოლოგიის ფონზე, ორგანიზმმა ვირუსი ვერ დაძლია. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ენცო ტოტიმ ინფარქტი გადაიტანა.

ფეხბურთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან და მას იგი, ისევე როგორც ყველა, მშობლიურ ტრიგორიაში, შერიფს ეძახდა. ფრანჩესკო ტოტი მის წარმატებას, გარკვეულწილად მამას უმადლოდა. დიდი ალბათობით, ენცო ტოტის გავლენითაც მოხდა ისე, რომ შვილმა კარიერა “რომაში” დაიწყო და მიუხედავად სხვა კლუბებიდან თავბრუდამხვევი შემოთავაზებებისა, “რომაში” დაასრულა, 2017 წელს.

წყარო