F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნებს მინიმუმ 6 თვე დასჭირდება და რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დამატებითი ინფრასტრუქტურა საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმისტურად ფიქრობს, რომ მფრინავები F-16-ებს უკრაინის ცაში მომავალი წლის გაზაფხულამდე გამოიყენებენ.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინას რომ ახლა ეს მოიერიშე თვითმფრინავები ჰქონდეს, ისინი ქვეყანას მიმდინარე კონტრშეტევაში მეტი პროგრესის მიღწევაში დაეხმარებოდნენ.
”თუ გაქვს უფრო დახვეწილი, უფრო თანამედროვე იარაღი, უფრო ეფექტური იქნები,” - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, წვრთნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, ან პოლონეთში ჩატარდება, მოიცავს ინტენსიურ სესიებს ტექნიკოსებისთვისაც, რადგან თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება "სერიოზული ამოცანაა".
რეზნიკოვის განმარტებით, წვრთნები, შესაძლოა, ქვეყნებს შორის გაიყოს, მაგრამ საბოლოო გეგმები ჯერ კიდევ დასრულების პროცესშია.