ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
Reuters-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება.
ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი მიიღო.
მედიის ცნობით, ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსების ვარაუდით, პროცესი შეიძლება, კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდეს.
ესპანეთის პარლამენტის არჩევნები 2023 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველი „სოციალისტური პარტია" მაისში, მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.