ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თითქმის ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მედიაში კითხვები გააჩინა. მაგალითად AFP (ფრანს პრესი) წერს, რომ ცინ განი საჯაროდ არ 25 ივნისის შემდეგ გამოჩენილა, როდესაც ის პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ის არც ინდონეზიის სამიტს დასწრებია, რის შემდეგაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი არყოფნის მიზეზი „ჯანმრთელობის მიზეზებს“ უკავშირდება.
ამ ფონზე ორი ვიზიტი - ჯერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და შემდეგ უკვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში ჩასვლა გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ აფრიკაში იოჰანესბურგში უსაფრთხოების საკითხებზე BRICS-ის შეხვედრაზე დასასწრებად, საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანი, ვან ი ამ გაემგზავრა.
-
ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ
-
პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს