სალომე ზურაბიშვილი: 14 წლის გოგოს თვითმკვლელობა ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რადგან ძალადობა არ წახალისდეს.

"14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.