რუსეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა.
DW-ს ცნობით, ვიზიტი „გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.
26 ივლისიდან, ფხენიანს ჩინეთის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი, ლი ჰონჯონგი უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ილ სუნის მოედანზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ რაკეტებსა და სხვა „სამხედრო მიღწევებს“ წარადგენენ.
როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ფხენიანი აპირებს, მასშტაბურად აღნიშნოს კორეის ომის ზავზე ხელმოწერა, რომელიც ცნობილია როგორც „გამარჯვების დღე“ ჩრდილოეთ კორეაში.
„დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი და სხვა ღირსშესანიშნავი ღონისძიებები,“ - წერს მედია.
რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა. ვაშინგტონის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ურყევი მხარდაჭერა გამოავლინა რუსეთის შეჭრის მიმართ უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა.