ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის, ასეთ დროს რომ მიგვანიშნებენ ჯანმრთელობაზე, არასწორია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან.

„წარმოუდგენელია, კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ როგორ არის მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. კაცი პატიმარია, ციხეში ყოფნა ეკუთვნის და ციხეშიც კი არ არის.

საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული შიმშილით, შემდეგ გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ჯანმრთელობაზე არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან,“- აღნიშნა კობახიძემ.