ევროპის ქვეყნები საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურანის ლითონის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას გმობენ და თეირანს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Anadoglu ავრცელებს.
ევროპის ქვეყნების თქმით, ეს პროცესი ირანის მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს.
”ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ირანს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს საქმიანობა და არ გადადგას ახალი შეუსაბამო ნაბიჯი ბირთვულ პროგრამაში", - ნათქვამია ქვეყნების განცხადებაში.
სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ირანის ქმედებები ძირს უთხრის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესაძლებლობას.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო.