Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ Unistream-ის ფულადი გზავნილების სისტემით 762 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო გასული წლის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ რუსული ბანკი Unistream, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.

არაერთმა ბანკმა საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში მუშაობა Unistream-თან.

2022 წელს Unistream-მა საქართველოში გზავნილების დაახლოებით 23% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ის ლიდერი გახდა ტრანსფერებში 32%-იანი წილით.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში გზავნილების ტიპში ასევე პოპულარულია Zolotaya Korona (2022-2023 წლებში $1,6 მილიარდზე მეტი) და Ria (915 მილიონი დოლარი) სისტემები. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისამდე საქართველოს მიერ მიღებული 6,7 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 47% (3,192 მილიარდი დოლარი) რუსეთზე მოდის.