იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას Japantimes-ი ავრცელებს.
ახალი თანამდებობის შეთავსება პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრის, ტეცუსი საკამოტოს დაავალა.
როგორც ცნობილია, ახალი უწყების შექმნის მიზეზად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, სუიციდის შემთხვევების ზრდა სახელდება.
სამინისტროს მთავარი ამოცანა, პანდემიის ფონზე ქალებში მომატებული თვითმკვლელობის პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური ზომების გატარება იქნება.
”ქალები უფრო მეტად განიცდიან იზოლაციას (ვიდრე მამაკაცები) და თვითმკვლელობების რიცხვი იზრდება. იმედი მაქვს, თქვენ ამოიცნობთ პრობლემებს და შესაბამის პოლიტიკას გაატარებთ ”- უთხრა სუგამ საკამოტოს შეხვედრაზე.