ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი აზერბაიჯანში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.