მოლდოვა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს. გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პოპესკუმ ხაზი გაუსვამ, რომ მოლდოვა მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის „მტრული ქმედებების ობიექტი“, რომელთა უმეტესობა კიშინიოვში საელჩოს მეშვეობით განხორციელდა.