ქუთაისში, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.
უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად მათ უთო გამოიყენეს. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა.
მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.