UNESCO ქვეყნებს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას ურჩევს

  • გაეროს სააგენტო ამბობს, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებასთან

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესში უნარების დაქვეითებასთან და ეკრანთან დროის დიდი ხნით გატარება, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.


Unesco-ს შეფასებით, სმარტფონების აკრძალვის მოწოდება მკაფიო გზავნილია, რომ მთლიანობაში ციფრული ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და მან არ უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლებთან პირისპირ ურთიერთობა.

„ყველა ცვლილება არ წარმოადგენს პროგრესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება, გაკეთდეს, არ ნიშნავს რომ უნდა გაკეთდეს,“ - აცხადებენ სააგენტოში.