ფოთში, ძლიერი შტორმის შედეგად, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაიტბორა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები შიშობენ, რომ თუ უამინდობა გაგრძელდება შესაძლოა, მათი საცხოვრებელი სახლები დატბოროს.
სინოპტიკოსების ცნობით, ზღვის ღელვა 4-5 ბალს აღწევს. ისინი დღის ბოლომდე შტორმის სიმძლავრის დაკლებას პროგნოზირებენ.