ავღანეთში,ორი თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ხუთი პოლიციელი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირებზე დაყრდნობით Gandhara.rferl.org-ი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თალიბანის თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 13 თებერვალს, ქვეყნის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში, უსაფრთხოების საგუშაგოსთან დანაღმული მანქანა ააფეთქა. რის შედეგადაც დაიჭრა 12 პოლიცელი.
უწყების პრესმდივნის, ტარიყ არიანის თქმით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მიზანში ამოიღეს მანამ, სანამ ის მიაღწევდა პოლიციის გამშვებ პუნქტთან ახლოს.
ამავდროულად, ღამით თავდასხმა განხორციელდა აღმოსავლეთში, კუნარის პროვინციაშიც, რასაც ხუთი პოლიციელი შეეწირა,. განაცხადა პროვინციის საბჭოს წევრმა მოჰამედ საფაიმ.