აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ.
„სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ქართველ მოსამართლეებს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.
მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი, ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ.
ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა,“ - წერს საელჩო Facebook-ზე.