ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოების პროგრამას შეუერთდნენ

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი, რომლებიც ევროპაში ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით არიან ცნობილნი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე განიხილავენ, შეუერთდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას.


ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა.

ჰოკანსონმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა გააძლიეროს.

მან დააზუსტა, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე, „ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან", და შვეიცარია „ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას."

აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ის ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით.

აშშ-ის ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით შეუერთდა.