რუსეთი მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

ოფიციალური წყაროების თანახმად, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, სამხედროებმა აპარატების ჩამოგდება მოახერხეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა ფიქსირდება. 24 ივლისს მომხდარი თავდასხმის ობიექტი თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან მდებარეობდა.