UNICEF-ი: იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება

იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.