სინგაპურის 45 წლის მოქალაქე, სარიდევი ჯამანი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო გაასამართლეს, დღეს დილით სიკვდილით დასაჯეს.
ის არის პირველი ქალი, რომელიც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
სარიდევი ჯამანს სიკვდილით დასჯა 2018 წელს, 30 გრამი ჰეროინის კონტრაბანდის გამო მიუსაჯეს.
ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალური კომისია, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციაა და Amnesty International-ი სინგაპურის მთავრობას მოუწოდებდა, განაჩენის აღსრულება შეეჩერებინა.