დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ფინანსურად ვეღარ დაგვეხმარება - ბჟანია

„რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ - ხსენებული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გააკეთა.

ბჟანის თქმით, შეიძლება ისეც მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ იქედან გამომდინარე, რომ ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.“

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია  ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“

ბჟანიას თქმით, სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ შესაბამისი კანონის დამტკიცება, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის.

„არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდესმ,"- განაცხადა კუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.