კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი

„ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Fara-ს დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ელჩის თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტის სატელეფონო ზარს.

„საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე თანხმობას, ეს ნიშნავს საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას და მეტს არაფერს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად, განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას.