დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 1709 წლის შემდეგ რეკორდულად შემცირდა

პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წელს რეკორდულად შემცირდა. ინფორმაციას ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცენტრი ავრცლეებს.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს სამსახური 2 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა, ქვეყნის ეკონომიკა კი 9.9%–ით შემცირდა. მსგავსი ვარდნა ბოლოს 1709 წელს დაფიქსირდა, როცა ევროპას გამყინვარების ტალღამ გადაუარა.

ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი 300 მილიონი ფუნტის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკა 2013 წლის ნიშნულს დაუბრუნა.

მომსახურების სექტორი, რომელიც ქვეყნის მშპ–ს 80%–ს ქმნის, 8.9%–ით შემცირდა.

რაც შეეხება ტურიზმს, ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ინდუსტრიაში არსებული ბიზნესების 50%–ს ფულადი ეკვივალენტი მხოლოდ მომდევნო 3 თვეს ეყოფა.