კატარი უკრაინის მიერ შემოთავაზებული უკრაინის მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად იმუშავებს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კატარის პრემიერ-მინისტრი, შეიხი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი პარასკევს კიევში იმყოფებოდა.
ზელენსკის თქმით, მასთან შეხვედრაზე ასევე განიხილა რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხი. ასევე - „მარცვლეულის შეთანხმების“ გარეშემო შექმნილი სურათი.