აშშ ტაივანს $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის

Reuters-ის თანახმად, აშშ ტაივანს $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია პაკეტში შემავალი იარაღის ტიპზე დეტალებს არ ასაჯაროებს.

თეთრი სახლის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს თავდაცვას, განათლებასა და წვრთნებს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, პაკეტში სადაზვერვო თვითმფრინავებიც შედის.

თავის მხრივ, Associated Press-ი წერს, რომ ვაშინგტონი ტაივანს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და რაკეტებს უგზავნის.


ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებს „უსაფრთხოების მტკიცე ვალდებულებისთვის“ მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ პაკეტის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ბოლო სამი წლის განმავლობაში კუნძულზე სამხედრო ზეწოლა გაზარდა. ტაივანი კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივნელ ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

გაეცანით Europetime-ის სტატიას