მარიო დრაგიმ იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლეებს.
როგორც ცნობილია, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ ფორმალური ხმის მიცემა მომავალ კვირას გაიმართება.
მარიო დრაგის იტალიის ყველა მნიშვნელოვანმა პარტიამ, ერთის გარდა, მხარი დაუჭირა. მან პარლამენტში უმსხვილესი ჯგუფის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის, მხარდაჭერაც მოიპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე დაასახელა მისინტრთა კაბინეტი. ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ლუიჯი დი მაიო, კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ჯანკარლო ჯიორჯეტი ულტრამემარჯვენე ლიგის პარტიიდან - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეა ორლანდო ცენტრისტულ-მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან - შრომის მინისტრი, იტალიის ბანკის მმართველის მოადგილე, დანიელ ფრანკო - ფინანსთა მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი უფროსი, მარტა კარტაბია კი იუსტიციის მინისტრი.