თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,