უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში, რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვის კუთვნილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Savoy Westend-ი დააყადაღა.
დაბლოკილია ევტუშენკოვის კომპანიების ანგარიშები. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რუსი პოლიტიკოსები, მხატვრები და ბიზნესმენები.
ახლა სასტუმრო Savoy Westend-ი ემსახურება მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომლებმაც ცხოვრების საფასური ივნისის ბოლომდე გადაიხადეს.
Unian-ის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება კარლოვი ვარში დაახლოებით 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ევტუშენკოვმა კორპორაცია AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2022 წლის აპრილში დატოვა.
გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები.
- უკრაინის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება დააყადაღა
- რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა